ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრისას უკრაინისთვის $200-მილიონიანი დახმარება გამოაცხადა

12 დეკემბერს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. მანამდე, ზელენსკი კაპიტოლიუმში ამერიკელ კანონმდებლებსა და კონგრესის ლიდერებს შეხვდა.
უკრაინისთვის აშშ-ს მხარდაჭერის განხილვისას, ჯო ბაიდენმა დამატებით $200 მილიონის რაოდენობის სამხედრო დახმარება გამოაცხადა.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ აშშ რუსეთის ომში უკრაინის გვერდით დგას.
"არ მინდა, რომ იმედი დაკარგოთ, ჩვენ თქვენს გვერდით დავრჩებით". - უთხრა ბაიდენმა ზელენსკის.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი ამერიკაში ჯერჯერობით გადაუწყვეტელია. პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით $106 მილიარდის გამოყოფა მოსთხოვა, თუმცა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ისრაელისთვის $14.6 მილიარდის სამხედრო დახმარება ცალკე მიიღო, რის გამოც კონგრესში მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხში რჩება.
$106 მილიარდიანი ბიუჯეტიდან უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის $60 მილიარდია განკუთვნილი. წინა კვირას, სენატის რესპუბლიკელებმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი იმიტომ არ დაუჭირეს, რომ მასში აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების გაზრდისთვის თანხა გამოყოფილი არ იყო.
უკრაინის დაფინანსების საკითხზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, 5 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დაგეგმილი ვიდეოჩართვა გააუქმა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.