პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაიდენი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებას აპირებს

ბაიდენი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება, აღნიშნული ინიციატივა აშშ-ის სტრატეგიული სექტორის ეკონომიკურად დაცვას ემსახურება, რათა ადგილობრივ ავტომწარმოებლებს უპირატესობა მიენიჭოს.
საბაზრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებას შესაძლოა ჩინეთისგან საპასუხო ზომები მოჰყვეს. მსგავს მდგომარეობაში აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები 2017-2021 წლებში იყო, როდესაც დონალდ ტრამპმა ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა. ჯო ბაიდენის განცხადებით, მას არ სურს ჩინეთთან სავაჭრო ომში ჩართვა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.