ბაიდენი თანახმაა, ტრამპიც აპირებს დებატებში მიიღონ მონაწილეობა 27 ივნისს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა 15 მაისს, რომ დათანხმდა CNN-ის მიწვევას 27 ივნისის დებატებში მონაწილეობის შესახებ.
Reuters-ის ცნობით, ბაიდენმა X.com-ით მიმართა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის შესაძლო მეტოქეს, დონალდ ტრამპს: “ახლა თქვენი რიგია, დონალდ. როგორც მითხარით: სადაც გინდათ, როცა გინდათ, ნებისმიერ ადგილას”.
Fox News-ის თანახმად, ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს პრეზიდენტ ბაიდენთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა CNN-ის არხზე 27 ივნისს.
ყოფილმა პრეზიდენტმა და კენჭისყრაზე რესპუბლიკური პარტიის რეალურმა კანდიდატმა Fox News-ს უთხრა: “იქ ვიქნები”. მოუთმენლად ველი მშვენიერ ატლანტაში ჩამოსვლას”.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!