ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდებიან

ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდებიან

ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში ოთხშაბათს, 13 ნოემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. “პრეზიდენტი ბაიდენის მოწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტად არჩეული ტრამპი შეხვედრას გამართავენ ოვალურ ოფისში, ოთხშაბათს, 11:00 საათზე. დამატებით დეტალებს მომავალში გავავრცელებთ,” - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობაზე მოდის, შეხვედრები ტრადიციულად ითვლება ამერიკულ პოლიტიკაში.
ცნობისთვის, 2020 წელს დონალდ ტრამპმა არ მიიწვია ჯო ბაიდენი, რომლის წინააღმდეგაც საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა 7 ნოემბერს თავის გამოსვლაში აღნიშნა დონალდ ტრამპის სამომავლო ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობა, და პირობა დადო, რომ ამას ხელს შეუწყობდა.
interpressnews

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.