ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ახალარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრს სახლში მიიწვია. ადმინისტრაციის ინფორმაციით ისინი ერთმანეთს ოთხშაბათს, 11:00 საათზე, ოვალურ კაბინეტში შეხვდებიან.
5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ის მეორედ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი.
„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩიეს 47-ე და 45-ე პრეზიდენტად… ყოველდღე ვიბრძოლებ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და თქვენი მომავლისთვის… მე არ მოვისვენებ მანამ, სანამ არ მივაღწევთ ძლიერ, უსაფრთხო და აყვავებულ ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები და თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა“, – განაცხადა ტრამპმა 6 ნოემბერს, ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
ამავე თემაზე:
· ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენი ბაიდენს აკრიტიკებს და “ოცნების” მიმართ უფრო სიმკაცრეს ითხოვს
· ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენი ამბობს, რომ “მეგობარი აქტი” დასჯის საქართველოში კანონის უზენაესობის დამრღვევებს

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია