პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაიდენის თქმით, მისი გზავნილი ირანის მიმართ არის, „არ ქნათ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა 12 აპრილს, რომ ის ირანისგან ისრაელზე თავდასხმას „უფრო ადრე მოელის ვიდრე გვიან“ და გააფრთხილა თეირანი ასეთი ნაბიჯის გამო.
ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რის თქმა სურს ირანისთვის, ბაიდენმა უპასუხა: „ნუ იზამთ,“ და დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, რომ ისრაელს დაიცავს.
„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. ჩვენ შეგვიძლია ისრაელის დაცვა და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“ - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა თქვა, რომ ის არ გაამხელს საიდუმლო ინფორმაციას, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი აზრით, თავდასხმა შეიძლება მოხდეს „უფრო ადრე, ვიდრე, მოგვიანებით“.
ადრე აშშ-ის თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმისთვის სავარაუდო მზადება რეალური საფრთხეა, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია. კირბის თქმით, აშშ-მა გადახედა თავის ძალებს რეგიონში თეირანისგან მომავალი საფრთხის პირობებში და ყურადღებით აკვირდება ვითარებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.