პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელმა ირანის შეტევა აშშ-ის დახმარებით აღკვეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეაქო ამერიკული ძალები, რომლებიც, მისი თქმით, დაეხმარნენ ისრაელს, ირანის მიერ გაშვებული თითქმის ყველა დრონი და რაკეტა ჩამოეგდო.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უპრეცედენტო თავდასხმამდე რეგიონში დრონები და ხომალდები გადაიტანა.
”ვგმობ ამ თავდასხმებს მაქსიმალურად მკაცრად. ჩემი მითითებით, ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად, აშშ-ის სამხედროებმა, გასული კვირის განმავლობაში, რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი გამანადგურებლები გადაიტანეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს ჩამოეგდო თითქმის ყველა დრონი და რაკეტა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მტკიცე ვალდებულება.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე ამერიკის რკინისებრი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა აჩვენა შესანიშნავი შესაძლებლობა, დაეცვა თავი და დაეძლია უპრეცედენტო თავდასხმები და მკაფიო გზავნილი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ არ შეუძლიათ ეფექტურად დაემუქრნენ ისრაელის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.