ბაია კვიციანმა დანიაში სამუშაო შეხვედრები გამართა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი სამუშაო ვიზიტით დანიაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ბაია კვიციანმა დანიის ბავშვთა და განათლების სამინისტროსა და კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა.
„შეხვედრების მიზანია ზოგადი განათლებისა და ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით არსებული პრაქტიკის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერის პროგრამებზე.
ბაია კვიციანის შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დანიაში მიღებული გამოცდილების გაზიარება და დანერგვა.
როგორც მან განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დანიაში არსებული პრაქტიკის გაანალიზებას კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასება და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლა.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდა დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატა მენაბდე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!