არქივი9 აპრილი, 2025, 09:52
ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედია საქართველოში არ განმეორდება. შეკრებილები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ გმირთა მემორიალთან არ მივიდნენ.
„ვისთან მოაქვთ ყვავილები... იგივეს აკეთებს ხელისუფლება, აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს იგივეს უმეორებენ, რაც 9 აპრილს მოხდა. ძალიან დიდი ფარისევლობაა აქ მოხვიდე და სანთელი დაანთო ბინძური ხელებით. ხელისუფლების ადგილი, აქ არ არის. 9 აპრილი რუსეთის არმიასთან ბრძოლის დღეა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აქ „ქართულ ოცნებას“ არაფერი ესაქმება“, - ამბობენ შეკრებილები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.