ბათუმში, ცხოველთა მოყვარულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში, ცხოველთა მოყვარულებმა და უფლებადამცველებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.
შეკრებილების თქმით, გვიან ღამით ქალაქიდან მიუსაფარი ძაღლების გაყვანა მოხდა. მათი განცხადებით, ცხოველები უკვე ვაქცინირებული არიან და კიდევ ერთხელ ვაქცინაცია, მომაკვდინებელია.
“ახალი საპილოტე პროგრამა ჩაეშვა, რის შედეგადაც მიუსაფარი ძაღლების გადაყვანა ხდება, სტერილიზაცია, კასტრაცია ვაქცინაციაზე, სამწუხაროდ ძაღლებს ღამით იპარავენ, ჩუმად გაჰყავთ. მინდა ვთქვა, რომ ყველა ძაღლი სტერილურია და კასტრირებული, კიდევ ერთხელ ვაქცინის გაკეთება არის მომაკვდინებელი. ეს ძაღლები ჩვენ გვყავს, მათ მოვლა პატრონობას ვუწევთ და სტერილური ძაღლების წაყვანის უფლება არ აქვთ”, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “