ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვლადიმერ პუტინის დაკვეთას ასრულებს, რაც ქვეყანას დასავლეთთან აშორებს.
„ირაკლი კობახიძე არაკანონიერი ხელისუფლებაა. თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. „ოცნებისგან“ ახალი არაფერია, ისინი რუსულ გზაზე არიან ძალიან დიდი ხანია. კობახიძის სამარცხვინო განცხადების პარალელურად, რუსებიც იმავეს იმეორებენ. ოკუპანტების დავალებას ასრულებს რუსული ოცნება“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეთა საპროტესტო აქცია 254-ე დღეა მიმდინარეობს. მათი მთავარი მოთხოვნაა, ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნა.
აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ სამართალდამცავებიც იმყოფებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.