ბათუმში, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მივიდნენ და მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ.
შეკრებილების განცხადებით, სკოლის პედაგოგებზე აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს.
შეკრებილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. სტუდენტებმა სამინისტროს შენობაზე ევროკავშირის დროშა თავად გამოფინეს.
„განათლების სამინისტრო პედაგოგებს პარტიულ აგიტაციას უტარებს. მივმართავთ განათლების მინისტრს მაია ხაჯიშვილს, თავი დაანებეთ პედაგოგებს! გაუმარჯოს თავისუფალ ევროპულ საქართველოს. ბიძინა ივანიშვილს ეგონა, დავიღლებოდით, ჩვენ არ დავიღლებით. განათლების სამინისტროსთან არ არის ევროკავშირის დროშა გადმოფინეთ ან ჩვენ თვითონ გადმოვფენთ. ვხედავდით არჩევნებზე სკოლის მასწავლებლები სიებით საპოლიციო რეჟიმთან და ქუჩის ბიჭებთან ერთად დადიოდნენ, ისინი არიან გაყალბების და სამშობლოს წართმევის პროცესში”,- განაცხადეს შეკრებილებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება