ბათუმში, ევროპის მოედანზე მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ ბოლოს დროს ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია. მოსწავლეები ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად, გაფიცული არიან და არ სურთ საგაკვეთილო პროცესზე დასწრება.
„თანატოლებს მოვუწოდებთ, ღიად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ევროპასთან დაკავშირებით. გვინდა ევროპული განათლება, ყველაფერი ევროპული რაც ჩვენს ქვეყანას გამოადგება.
გამოსული ვართ სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეები და მასწავლებლები, ყველას ერთი მიზანი გვაქვს, გვინდა, რომ რუსული რეჟიმი აღარ იყოს. ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლე გაფიცულია და საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება”, – აცხადებენ მოსწავლეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში