ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ აქცია იმართება - პროტესტის მონაწილეები სასტუმროს ადმინისტრაციის მხრიდან გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრების გავრცელებას ითხოვენ

ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ აქცია იმართება - პროტესტის მონაწილეები სასტუმროს ადმინისტრაციის მხრიდან გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრების გავრცელებას ითხოვენ

„კადრები“ - ამ შეძახილებით ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებას, სასტუმროს ადმინისტრაციიდან ითხოვენ.
შეკრებილების თქმით, სასტუმრო ვიდეოჩანაწერს სპეციალურად არ ასაჯაროებს.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს შენობის ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.