ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – აქციის მონაწილეები ეთერის დათმობას ითხოვენ

ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის ქუჩა გადაკეტეს. ტელეკომპანიასთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ადგილზე შეკრებილი არიან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც ტელეკომპანიისგან მათთვის ეთერის დათმობას ითხოვენ, რათა „სინდისის პატიმრების“ შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრონ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტურად არ აშუქებს „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”