ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას ქუჩა გადაკეტეს.
მათი თქმით, სამართალდამცავები გზის გათავისუფლებას სთხოვენ, რასაც პროტესტის მონაწილეები არ ეთანხმებიან. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.
“საპატრულო ეკიპაჟი სპეციალურად უცვლის მიმართულებას ავტომობილებს ამ გზაზე, რომ აქციის მონაწილეებს ხელი შეეშალოთ და პროტესტი შეწყვიტონ.
ჩვენ აქ ვართ, მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს და გზაც ამიტომ ჩაიკეტა, კანონით გვაქვს უფლება, ჩვენი პროტესტო გამოვხატოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია და კონსტიტუცია გვიცავს. არ ავყვებით პროვოკაციებს. ვრჩებით აქ”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.