არქივი1 თებერვალი, 2025, 22:07
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ სლოგანით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ სლოგანით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში, ევროპის მოედნიდან, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მეოთხე დღეა მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი და პროტესტის 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან.
აქციის მონაწილეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები - მსახიობები, მეზღვაურები, ექიმები შეუერთდნენ.
პერიოდულად იმის შეძახილები - “თავისუფლება მზიას, თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს”.
აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.