რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებიც უკვე მე-13 დღეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ, რუსთაველის გამზირი დატოვეს, ტერიტორიაზე მხოლოდ მომიტინგეთა მცირე ჯგუფი რჩება.
გამზირზე ამ დროისთვის “თბილსერვისის” ჯგუფის დასუფთავების სამსახური მუშაობს, რის შემდეგ კი სატრანსპორტო მოძრაობაც აღდგება.
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ პატარაძე: განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ