ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა

ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა

ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა და დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
„ახალგაზრდა მამაკაცს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით. სტაბილურად ფასდება მისი მდგომარეობა“, - აცხადებენ კლინიკაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.