ბათუმში რუს ტურისტს მეხი დაეცა – “ფოტოს იღებდა, როცა ეს მოხდა..”

ბათუმში, სანაპიროსთან რუს ტურისტს მეხი დაეცა და დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბირგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
“ახალგაზრდა მამაკაცს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით. სტაბილურად ფასდება მისი მდგომარეობა”,- აცხადებენ კლინიკაში
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.