არქივი22 დეკემბერი, 2023, 06:56
ბათუმში, სანაპიროზე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, შუახნის მამაკაცი მოკლეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ცხედარი წუხელ იპოვეს.
მას სხეულზე ჭრილობები აღენიშნება. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.