ბათუმში სანაპიროზე მოკლული კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში სანაპიროზე კაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ღამით მოკლეს.