არქივი20 დეკემბერი, 2025, 20:37
ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

ბათუმში ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე, საზეიმო ვითარებაში აინთო. გასართობი ღონისძიებები, რომელიც დღეს დაიწყო, 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ევროპის მოედანი საზეიმო დეკორაციებით არის მორთული. განთავსებულია სცენა, სადაც ადგილობრივებთან ერთად მოწვეული მუსიკოსები სხვადასხვა მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ.
ასევე, გასტრონომიული და სამეწარმეო კუთხეებია განთავსებული.
საზეიმო გალაკონცერტი ევროპის მოედანზე 31 დეკემბერს გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.