მანანა თოდაძე, ნატო მეტონიძე, ნინი ქარსელაძე - კიდევ ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლო კონცერტებზე

ბათუმში საახალწლო კონცერტებზე, ჯამში, 96 მომღერალი და მუსიკალური ჯგუფი იმღერებს. მუსიკოსების შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული - ღონისძიების დამკვეთი ბათუმის კულტურის ცენტრი სულ 428 000 ლარს დახარჯავს.
ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 20 დეკემბერს დაიწყება - ამ დღეს აინთება საახალწლო ნაძვის ხეც. ევროპის მოედანზე და მის მიმდებარე სივრცეში განთავსდება საახალწლო ინსტალაციები.
„ქალაქში საახალწლო განწყობას შექმნის მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან 2026 წლის 7 იანვრის ჩათვლით დაგეგმილი საახალწლო კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დღესდღეობით საქართველოში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკის ცოცხალი შემსრულებლები. კონცერტები ღია ცის ქვეშ ტარდება და დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალია“, - წერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.