არქივი14 ივლისი, 2026, 20:25
ბათუმში რუსული ჯგუფის – t.A.t.u.-ს და ანი ლორაკის კონცერტები გაუქმდა

ბათუმში რუსული ჯგუფის – t.A.t.u.-ს და ანი ლორაკის კონცერტები გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს და წერს, რომ ცნობა ბათუმის ჩოგბურთის კორტების ადმინისტრაციისგან მიიღეს, სადაც უნდა გამართულიყო კონცერტები.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ორივე კონცერტი გაუქმდა," - განუცხადეს ТАСС-ს.
ამასთან, ТАСС-ის ინფორმაციით, Biletebi.ge-მ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაადასტურეს, რომ t.A.T.u.-ს (1 აგვისტოს დაგეგმილი) და ანი ლორაკის (14 აგვისტო) კონცერტების ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.