არქივი16 დეკემბერი, 2024, 21:21
ბათუმში პოლიციამ აქციის მონაწილეებს გამსახურდიას ქუჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები მოუწოდებენ, რომ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ, გამსახურდიას ქუჩა გათავისუფლონ.
პოლიციის მხრიდან, აღნიშნულ მოწოდებას, აქციის მონაწილეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
აქციაზე პერიოდულად ისმის “არა რუსულ მთავრობას”. საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ სამართლიან გარემოში ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.