რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.
ნიღბიანი პირები სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც აქციის მონაწილემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აგრესიულად განწყობილი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წამოვიდნენ, გზად კი კიდევ რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ეს ნიღბიანი ბიჭები მეტროში სცემდნენ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე მოდიოდნენ. შემდეგ ამოვიდნენ და იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ ყველას მიმართ. სამართალდამცავებმა წაიყვანეს, მაგრამ არ ვიცით, სად წაიყვანეს, დააკავეს თუ არა. ჩვენები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ დგომისთვისაც გვიჭერენ. აქციის მონაწილეებზე და განსაკუთრებით ჟურნალისტზე იძალადეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა