პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში, იაშვილის ჰოსპიტალში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში, იაშვილის ჰოსპიტალში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის იაშვილის კლინიკაში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში ხელის მოტეხილობით მიიყვანეს, თუმცა რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული.

დეტალების გასარკვევად „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმში მდებარე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას იმ შემთხვევაში მოგვაწვდიან, თუკი ოფიციალური კომენტარი გაკეთდება კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან ამ საკითხზე.

გარდაცვლილი მოზარდი გურიიდან იყო და მისი მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტს სკოლაშიც გვიდასტურებენ, სადაც ის სწავლობდა.

ბავშვი გუშინ, 8 ივნისს გარდაიცვალა ბათუმში.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.