tbl.ge/7ip4შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში, ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების
საფუძველზე დააკავეს”. – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ამავე თემაზე2 ივნ, 13:32″ნაცნობ ქალს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა” – სენაკში 1 პირი დააკავეს23 მაი, 11:13ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, შელაპარაკების ნიადაგზე – დაკავებულია 1 პირი20 მაი, 22:02ჩოხატაურში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს26 აპრ, 17:52დანით ჭრილობები ოთხმა ადამიანმა მიიღო – 1 პირის მკვლელობის ბრალდებით დუშეთში კაცი დააკავეს13 აპრ, 10:39ურთიერთშელაპარაკებისას დაზიანებები მიაყენა – განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესკომენტარებიბოლო სიახლეები