არქივი24 დეკემბერი, 2023, 09:10
ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ
TV25-ის ინფორმაციით, ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ. შემთხვევა გორგილაძისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეჯახების მიზეზი, სავარაუდოდ, მსუბუქი მანქანის მიერ საგზაო წესების დარღვევა გახდა – არსებული ინფორმაციით, ის მოძრაობის ნებადართული მიმართულების საპირისპიროდ გადაადგილდებოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.