ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი და სასწრაფო დახმარების მანქანები შეეჯახა | დაშავდა მძღოლი

ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი და სასწრაფო დახმარების მანქანები შეეჯახა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა.
თვითმხილველის თქმით, ამ დროს სასწრაფო ავტობუსის ზოლში მოძრაობდა, შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფება პოლიცია.
ფოტო: "ბათუმელები"

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.