არქივი2 დეკემბერი, 2024, 20:12
ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია განახლდა. ახალგაზრდებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებენ. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან მისვლას, ასევე ქალაქის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.
„მოქალაქეები ერთიანები არიან და იბრძვიან ევროპული მომავლისთვის. მეხუთე დღე მიმდინარეობს პროტესტი, რომელიც არ დასრულდება”,- აღნიშნეს შეკრებილებმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.