ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დასრულდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა.
მოქალაქეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ შეიკრიბნენ და საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გააპროტესტეს.
მანამდე აქციის მონაწილეებმა, ბათუმის უნივერსიტეტის შენობიდან ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“.
ევროპის მოედანზე აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებმა სიტყვით მიმართეს, რომლებმაც კანონის საფრთხეებზე ისაუბრეს.
აქციის მონაწილეების თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საქართველოს ევროკავშირთან აშორებს.
ამასთან, ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სტუდენტებმაც მიმართეს და აღნიშნეს, რომ კანონის წინააღმდეგ ქუჩაში ისევ გამოვლენ. ასევე, მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველომ ევროპულო გზა, რუსული კანონების გარეშე მტკიცედ უნდა აირჩიოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.