არქივი28 მაისი, 2024, 18:20
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია 2 ივნისს გაიმართება
2 ივნისს, 20:00 საათზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.
ამის შესახებ აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.
„2 ივნისს, 8 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე კვლავ ვიკრიბებით და ვაგრძელებთ ბრძოლას”, - განაცხადა ამაღლობელმა.
შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.