ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა, ახალგაზრდა ხელოვნურ სუნთქვაზეა

ბათუმში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა, ახალგაზრდა ხელოვნურ სუნთქვაზეა

ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი კლინიკა ბაუში,  რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

როგორც კლინიკაში "პირველებს" უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ექიმების თქმით, მამაკაცს დაზიანებები  კიდურებსა  და მუცლის ღრუში აღენიშნებოდა.

ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ახალგაზრდა კაცს 10-მდე ტყვია გუშინ ესროლეს.

თავდამსხმელი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ნიღაბი ეკეთა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.