არქივი12 იანვარი, 2025, 17:37
აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაურია

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია.
საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეები განმარტებას ითხოვენ, რატომ დააკავეს გუშინ მოქალაქეები.
“ყველაფერზე მივიღებთ პასუხს, სტიკერებს ნებისმიერ ადგილზე დავტოვებთ. კონსტიტუციას ვიცავთ. თქვენ ადამიანებს ასისხლიანებთ”,- მიმართეს აქციის მონაწილეებმა პოლიციას.
“ხმაურისთვის მოხვედით, აქამდე აქციაზე სიმშვიდე იყო, მოვიდა ქალბატონი, რომელსაც არც ვიცნობთ”, – მიმართა სამართალდამცველმა ელენე ხოშტარიას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.