არქივი7 იანვარი, 2025, 00:39
ბათუმში აქციის მონაწილეები მსვლელობით წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მივიდნენ

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მივიდნენ.
როგორც მათ აღნიშნეს, პროტესტის პარალელურად ისინი შობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
“არ დათმო თავისუფლება, საქართველო გაიმარჯვებს სახელოვნად. ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ერთიანობით გარანტირებულია. ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს”, - აღნიშნეს მათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.