ბათუმში, აქციებზე დაკავებული პირების სოლიდარობის მარში მიმდინარეობს

ბათუმში, აქციებზე დაკავებული პირების სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დემონსტრანტები უსამართლოდ არიან დაკავებული.
„20 დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. უკანონოდ დაკავებულია არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ჩვენი პროტესტი მასშტაბურია და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს“, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან მესამე დღეა მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი და 24 საათიან პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს