ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდა თოლორაია - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პატიმრის საქმეს შეისწავლიან, ვისი თანხმობაც ექნებათ

ლონდა თოლორაია - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პატიმრის საქმეს შეისწავლიან, ვისი თანხმობაც ექნებათ

„კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პატიმრის საქმეს შეისწავლიან, ვისი თანხმობაც ექნებათ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დაკავებულების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყველა საქმეს ჰქონდეს თანაბარი ყურადღება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
„პროცესუალური დარღვევები იქნება თუ მტკიცებულებების არასაკმარისობა და ა.შ, რაც ამ საქმეებში არის, უკვე არის ტენდენცია. ეს ტენდენციები ძალიან კარგად ჩანს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საქმეს ჰქონდეს თანაბარი ყურადღება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ აბსოლუტურად ყველა საქმე, ვისი თანხმობაც გვექნება, იქნება შესწავლილი.
შედეგი არის ის საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება თანამდებობის პირების მიმართ, პროკურორებზე, მოსამართლეებზე, იქნება ეს სანქცირება თუ შეზღუდვები და მეორე, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების აზრის ჩამოყალიბება ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ემსახურებიან კანონს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.