არქივი7 თებერვალი, 2024, 15:38
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 47 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მას მუცლის ღრუში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული.
რაც შეეხება 54 წლის მამაკაცს, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს შეეჯახა, ასევე, დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.