ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „ბაუში“ გადაიყვანა. როგორც ექიმები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, დაშავებულებს სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.
„შემოიყვანეს ორი ადამიანი. 47 წლის ქალი და 54 წლის მამაკაცი, მათ მრავლობითი ტრავმა აქვთ მიღებული, მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ ფასდება. ოპერაცია უტარდებათ, დაზიანებები ძირითადად მუცლის არეში აქვთ“, - აღნიშნეს კლინიკაში.
თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს შეეჯახა, ასევე დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.