არქივი21 ივლისი, 2025, 19:37
ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციაში ნათქვამია:
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ.ზარზმა), ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.