არქივი26 ოქტომბერი, 2024, 17:05
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 15:00 საათის მონაცემებით, 5 საჩივარია შესული

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად სურმანიძის ინფორმაციით, ბათუმში 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 39%-მა მისცა ხმა.
მისი ცნობით, ბათუმში 154 357 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 90 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 60 383 მოქალაქე უკვე გამოცხადდა. ოლქში 5 საჩივარია შესული.
ცნობისთვის, ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.