არქივი26 ოქტომბერი, 2024, 11:09
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ინფორმაციით, ბათუმში, 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 7,48%-მა მისცა ხმა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ზვიად სურმანიძის ინფორმაციით, ბათუმში 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 7,48%-მა მისცა ხმა.
მისი ცნობით, ბათუმში 154 357 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 90 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 11547 მოქალაქე უკვე გამოცხადდა.
ცნობისთვის, ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.