ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად სურმანიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ბათუმის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ბათუმის საკრებულოს არჩევნებში კი 9 პარტია მონაწილეობს, რომლებსაც 4 %-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 89 საარჩევნო უბანია გახსნილი, ხოლო 90-ე საარჩევნო უბანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, სადაც ამომრჩევლები ხმას ტრადიციული მეთოდი დააფიქსირებენ.
ბათუმის 89 საარჩევნო უბანში ხმის მიცემა ელექტრონული წესით მიმდინარეობს.
ასევე, აჭარის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო პროცესი ელექტრონული წესით მიმდინარეობს, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ტრადიციული წესით შეძლებს ხმის მიცემას.
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნებიდან“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ. მან ხმა 68-ე საარჩევნო უბანზე მისცა. საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს, მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო