ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გაფიცვას აგრძელებს

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გაფიცვას აგრძელებს

ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი, ვითხოვთ ხელახლა არჩევნებს და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას,- ამის შესახებ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ.
მათი თქმით, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„ჩვენ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტთა ნაწილი, ვაგრძელებთ საყოველთაო პროტესტს. ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და რეჟიმის ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას, ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ონლაინგამოცემების - „ბათუმელებისა" და ,,ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ქალბატონ მზია ამაღლობელს, რომელიც მე-18 დღეა მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. ჩვენი მხარდაჭერა ქალბატონ მზიას. პროტესტი გრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”,- აღნიშნეს სტუდენტებმა.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები 15 იანვრიდან სასწავლებელში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.