ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 3 სტუდენტი თავისუფალია

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 3 სტუდენტი თავისუფალია

დღეს, 28 იანვარს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი – ანრი კაკაბაძე კი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი, ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ბათუმელების ცნობით, გირაოს თანხა 5 000 ლარია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.