არქივი15 იანვარი 2025, 18:36
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია “აჭარა თაიმსს” თემურ კეჟერაძემ დაუდასტურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი “გადაღლა” გახდა.
უნივერსიტეტის უკვე ყოფილი რექტორი კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი გადადგომა ამავე დაწესებულების დეკანისა და ოთხის სტუდენტის დაკავების ფაქტს უკავშირდებოდეს.
“გადავიღალე, ასაკში ვარ და რა ვიცი ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს. სხვა არაფერს უკავშირდება ეს გადაწყვეტილება,” – განუცხადა გამოცემას თემურ კეჟერაძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.