ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს შენობაში გაათენებენ – ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს შენობაში გაათენებენ.
მათი განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, არჩევნების შედეგების გაუქმება, ისინი საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.
მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმასაც გეგმავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის რექტორს გაესაუბრნენ, თუმცა ადმინისტრაციას სტუდენტების პროტესტი არ ესმის. სტუდენტები საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესში, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ადმინისტრაცია არჩევნების გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული.
ბათუმელი სტუდენტები ხვალ, 18:00 საათზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს