ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ბსუ-ს შენობაში მეორე ღამეა პროტესტის ნიშნად იმყოფებიან, თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ბსუ-ს შენობაში მეორე ღამეა პროტესტის ნიშნად იმყოფებიან, თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ

თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას ვუცხადებთ და ჩვენ მათთან ერთად ვართ, - აღნიშნულ ერთობლივ მიმართვას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის სტუდენტები ავრცელებენ, რომლებიც ბსუ-ს შენობაში მეორე ღამეა პროტესტის ნიშნად იმყოფებიან.
მათი განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მათთან ერთად ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
„გვინდა მათ ვუთხრათ, რომ გამაგრდნენ. ჩვენ მათ გვერდით ვართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აცხადებენ სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების გაუქმების მოთხოვნით, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მეორე დღეა მართავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.